სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მერენიის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, კინოჩვენება მოეწყო
22-12-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელ ლიზა ჯეირანიანთან ერთად, პროექტის ფარგლებში, ნახეს ფილმი „საოცრება“.

ფილმის ჩვენებაზე იმყოფებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და სხვა კლასების მოსწავლეები. მოსწავლეებმა წინასწარ შექმნეს აფიშა, ასევე ბილეთები და შეფასებისთვის შეკითხვები.

ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, დაახასიათეს ფილმის პერსონაჟები, ისაუბრეს იმის შესახებ თუ რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ ფილმში.

ღონისძიების ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას ვისაც კინოჩვენების გამართვაში მიუძღვის წვლილი. 

„განსაკუთრებული მადლობა ასევე ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელ ალისა აზარიანს და ინგლისურის პედაგოგ ანაჰიტ ჩტჩიანს ყოველგვარი დახმარებისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება