სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის №23 სკოლის მოსწავლეების - ლილე ჭკადუას და დემეტრე ხოზრევანიძის ნამუშევრების გამოფენა ქალაქის მთავარ მუზეუმში მოეწყო
22-12-2025
-
+


რუსთავის მთავარ მუზეუმში, უკვე მეორედ, ვაჟა- ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-4დ კლასის (პედაგოგი ნანა გოგიტაური) ორი მოსწავლის - ლილე ჭკადუას და დემეტრე ხოზრევანიძის ფერწერული ტილოების გამოფენა მოეწყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი ნახატების წარმოდგენა - ეს იყო შრომის, ნიჭიერების, მიზანდასახულობის, დიდი მიღწევის შედეგი. მუზეუმმა უდიდესი პატივისცემით უმასპინძლა მონაწილეებს: წითელი ხალიჩა, მუსიკის ფონზე გამოსვლა, სახელ-გვარების პატივისცემით გამოცხადება.

ცერემონიალს ქალაქის ინტელიგენციაც ესწრებოდა, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა. ლილეს და დემეტრეს თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა ემოცია, დაკვირვება და ინდივიდუალური ხედვა - ის, რაც ნამდვილ ხელოვნებას ქმნის.

მუზეუმის შემდეგ დღე გაგრძელდა სულიერ-კულტურული განწყობით: მოსწავლეებმა, გორგასლის სახელობის ტაძარში წმინდანების ხატებს პატივი მიაგეს, სანთლები დაანთეს, შემდეგ ქალაქის თეატრი მოინახულეს, დაათვალიერეს სკვერები, ბიუსტები, და ბოლოს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო სოფლის ყურებით დატკბნენ.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია თანაკლასელების დასწრება და მხარდაჭერა, რადგან, წარმატების გაზიარება და გაორმაგება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური ცოდნა. ასეთი თანადგომა ბავშვებისთვის უდიდესი მოტივაციაა. ეს დღე მე- 4დ კლასის მოსწავლეებისთვის და მათი პედაგოგის ნანა გოგიტაურისთვის იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება