| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ. აღსანიშნავია პრეზებტაციებით სწავლება, რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მე-5 კლასელებმა ინგლიური ენის გაკვეთილზე დიდი ბრიტანეთის ისტორია შეისწავლეს და საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მოამზადეს.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ისტორიაზე, კულტურაზე ღირსშესანიშნაობებზე, კედლის გაზეთზე დაიტანეს და ილუსტრაციებიც დაურთეს. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, როგორც ინგლისური ენის ცოდნა და სიტყვათა მარაგი, ისე შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა პედაგოგი თეა თოთაძე, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა