სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

The Twins World - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა შთამბეჭდავი ინგლისურენოვანი პრეზენტაცია
18-12-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო სასწავლო მეთოდებს მიმართავენ, მათ შორის აღსანიშნავია პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და მომართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.

11 დეკემბერს, Vlგ კლასში(დამრიგებელი აზა ჯამბურიძე, ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე საგანელიძე) ჩატარდა პრეზენტაცია ინგლისურ ენაში თემაზე - The Twins World, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სხვადასხვა წყაროს საფუძველზე ანალიზის, შედარების და პრეზენტაციის უნარების განვითარება. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ლიტერატურულ, ისე ვიზუალურ და რეალურ მაგალითებზე. განიხილეს სოციალური, კულტურული და ბიოლოგიური ასპექტები და წარმოადგინეს საკუთარი დასკვნები.

მოსწავლეებმა დეტალურად შეადარეს წიგნი „Lisa and Lottie“ და ფილმი "The Parent Trap“.

მათ აღნიშნეს, რომ ორივე ნაწარმოებში მთავარი თემა ტყუპების შემთხვევითი შეხვედრა და ოჯახის გაერთიანების სურვილია, თუმცა განსხვავებულია თხრობის სტილი და ემოციური საკითხები.

ასევე მოსწავლეებმა განიხილეს ტყუპების მსგავსება და განსხვავება, მათ შორის ხასიათის, ქცევის და გარეგნობის ასპექტები. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა რასის ტყუპებზე, რაც აჩვენებს გენეტიკური კომბინაციების მრავალფეროვნებას.

მოსწავლეებმა აღწერეს ტყუპების ჩაცმის სტილი - მსგავსების ან ინდივიდუალობის გამოხატვის თვალსაზრისით. განსაკუთრებული ინტერესით ისაუბრეს ტყუპების ფესტივალზე რომელიც ტარდება Twinsburg-ში. ეს არის ფესტივალი, რომელიც აერთიანებს ათასობით ტყუპს და აჩვენებს მათ სოციალურ და კულტურულ მნიშვნელობას.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ცნობად სახეებზეც. ერთ-ერთ ცნობილ კალათბურთელ ტყუპ ძმებზე, რომლებიც პროფესიულ დონეზე თამაშობენ და ერთმანეთის მსგავსება და განსხვავება თავიანთი თამაშის სტილშიც გამოიხატება. მოსწავლეებმა შეაფასეს მათი თამაშის ტექნიკა და ინდივიდუალური უნარები.

პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებს დაურიგდათ წამახალისებელი სერტიფიკატები.

პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ ტყუპების უნიკალურ სამყაროს. ასევე დაეხვეწათ ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ უცხოური ენის კათედრის წევრები, პედაგოგები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება