სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტრადიციები, რომლებიც გვაერთიანებს -  რუსთავის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი
18-12-2025
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლ IV ბ კლასში ჩატარდა მუსიკისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის აღნიშვნის მრავალფეროვან და უნიკალურ ტრადიციებს. ამ გაკვეთილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, როგორ შეიძლება საგნების შერწყმით სწავლება გახდეს უფრო შინაარსიანი, საინტერესო და შემოქმედებითი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოადგინეს ქართული საახალწლო რიტუალები, სიმღერები, ხალხური ელემენტები და მათთან დაკავშირებული ტერმინები ინგლისურ ენაზე. მუსიკამ და ენამ ერთმანეთი ბუნებრივად შეავსო, ხოლო ბავშვებმა შეძლეს როგორც ეროვნული კულტურის გაცნობა, ისე უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.

გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიკით, სიხალისითა და აქტიური ჩართულობით. თითოეულ აქტივობაში იგრძნობოდა მოსწავლეთა შრომა, ინტერესის მაღალი დონე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნის მიმართ. მათთვის ეს იყო არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ ქართული ტრადიციებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მასწავლებელთა - მადონა ტუხაშვილი-კიკილაშვილისა და ელენა პეტროვას - პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი მიდგომა. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად გაკვეთილი იქცა დასამახსოვრებელ საგანმანათლებლო გამოცდილებად, სადაც ცოდნა, კულტურა და სიხარული ერთ მთლიანობად შეერწყა.

„ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლა სიხარულთან და ეროვნულ თვითმყოფადობასთან ერთად მიმდინარეობს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება