| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც ბავშვების შესაძლებლობებზე აისახება.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თეატრალური დასის წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა (რეჟისორი დათო დარსალია, პედაგოგი დათო შენგელია) წელს მეორედ მიიღო მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალში „N-ოვაცია- 2025".
ახალგაზრდა თეატრალები ჟიურის წინაშე წარდგნენ სპექტაკლით - „კონკია“, რომელმაც დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
საუკეთესო ეპიზოდური როლისთვის პრიზი ერგო ნიკა ქომეთიანს;
ჟიურის რჩეულები გახდნენ: თეკლე და ნინი თოლორდავები, თაკო თოდუა, მარიამ ყალიჩავა.
სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ: თამარ ბენდელიანი, ლიკა ჩიქოვანი, ანდრია გახარია და ქრისტინე ესართია.
სკოლა ულოცავს დასს მიღწეულ წარმატებებს და მადლობას უხდის რეჟისორ დათიკო დარსალიასა და პედაგოგ დათო შენგელიას.
„ასევე მხარდაჭერისა და ყურადღებისათვის მადლობა ჩხოროწყუს მერს - ბატონ ჯუმბერ იზორიასა და კულტურის სამსახურის უფროსს - ქალბატონ ათინა წურწუმიას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტობი:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა