| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედრო საქმეს ხალისით სწავლობენ. საგნის მიზანია მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.
17 დეკემბერს, აზა ადამიას სახელობის ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამას „სამხედრო საქმეს“ გადიან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზას სტუმრობდნენ, სადაც მათთვის ღია კარის დღე მოეწყო.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა მემორიალს, დაათვალიერეს ბრიგადის სამხედრო და სპორტული ინფრასტრუქტურა, გაეცნენ ბრიგადაზე რიცხულ შეიარაღებას და სამხედრო ტექნიკას, ასევე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს მე-2 ქვეითი ბრიგადის სასადილოში.
„სკოლის სახელით მადლობას ვუხდით თავდაცვის ძალებისა და მე-2 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობას, ყურადღებისათვის და ღირსეული დახვედრისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა