სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებს სათაფლიის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტური ჩაუტარდათ
18-12-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

11 დეკემბერს, სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელ სოფო გველესიანთან და გეოგრაფიის პედაგოგ ლია ჯალაღანიასთან ერთად, იმყოფებოდნენ სათაფლიის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც სათაფლიის მღვიმე–ნაკრძალის 100 წლის იუბილე აღინიშნა.

მიწვეულ სტუმრებს მასპინძლობა და გიდობა გაუწია დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა, ლაშა ერბელიძემ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მას ესწრებოდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი ასევე სხვა მიწვეული სტუმრები და სპეციალისტები.

მოსწავლეებმა მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოს უიშვიათეს ბუნებრივ ობიექტს – სათაფლიის კარსტულ მღვიმესა და დინოზავრების ნაკვალევის უნიკალურ ნაკრძალს, რომელიც თავისი გეოლოგიური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს. ეკოტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კარსტული მღვიმეს, სადაც საკუთარი თვალით იხილეს სტალაქტიტები, სტალაგმიტები და მღვიმური პროცესების ბუნებრივი ჩამოყალიბება; დინოზავრების ნამდვილი ნაკვალევი, რის გამოც სათაფლია აღიარებულია მსოფლიოს მეცნიერების მიერ. მინის ბილიკი და ველური ბუნების ხედები ბავშვებისთვის დამატებით სანახაობრივ გამოცდილებას ქმნიდა.

იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ბავშვებსა და მასწავლებლებს ესაუბრა გარემოს დაცვითი ცნობიერების მნიშვნელობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მოვლის საჭიროებასა და საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებაზე.

„ეკოტურმა მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა სასკოლო სწავლება, გააღრმავა მოსწავლეების ცოდნა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიასა და ეკოლოგიაში, ასევე ბავშვებს განუვითარდათ კვლევითი ინტერესები და პასუხისმგებლობა ბუნების მიმართ. მოსწავლეებისთვის ეს იყო ცოდნითა და ემოციებით სავსე დღე, რომელიც მაღალ დონეზე წარიმართა. დიდი მადლობა ეკუთვნის როგორც სათაფლიის ნაკრძალის წარმომადგენლებს, ასევე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას ღონისძიების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება