| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს ბარბარობაა, ახალი სტილით 17 დეკემბერს საქართველოში ბარბარობის დღესასწაულს ავღნიშნავთ. თარიღს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
სკოლაში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მინი სპექტაკლი გაიმართა, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებისთვის ქართული ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების გაცნობა, მათი მნიშვნელობის გააზრება.
ღონისძიებისას ბავშვებმა ისაუბრეს ბარბარობის ისტორიულ და რელიგიურ მნიშვნელობაზე, წმინდა ბარბარეს ცხოვრებაზე, ასევე დღესასწაულთან დაკავშირებულ ქართულ ტრადიციებსა და ხალხურ რწმენაზე.
წარმოდგენაში ჰარმონიულად იყო შერწყმული დიალოგები, თხრობა და სცენური მოქმედება, რამაც ღონისძიება საინტერესოდ და დასამახსოვრებლად აქცია.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნონა ურუშაძე და სოფიო კალანდაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა