| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ქართული ენის გაკვეთილი ზეიმად იქცა.
ამ დღეს პატარებმა სახელმწიფო ენის სწავლა დაიწყეს. ზეიმი „აი ია“ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - მალვინა ამირხანიანის ორგანიზებით გაიმართა და მოსწავლეებს დიდი სიხარული აჩუქა.
პედაგოგმა ბავშვები არაერთ საინტერესო თუ სახალისო აქტივობაში ჩართო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეები პირველ ასო-ბგერებს ინტერესით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. ისინი მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ქართულ ენას ხალისითა და დიდი შემართვებით ისწავლიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა