სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელოვნება, როგორც გამოხატვის საშუალება – ხელოვნება, როგორც სამოქალაქო პროტესტის ფორმა“ - შთამბეჭდავი პროექტი ქუთაისის N40 სკოლაში 
17-12-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

15 დეკემბერს, სკოლის მე-11გ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - შორენა დანელია) მოაწყვეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის - „ხელოვნება, როგორც გამოხატვის საშუალება – ხელოვნება, როგორც სამოქალაქო პროტესტის ფორმა“- პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა პროექტზე საგნის მასწავლებლის ია კლდიაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავეს. 

პროექტის მიზანს წარმოადგენდა: ხელოვნების როლსა და ფუნქციაზე მსჯელობა სახელმწიფოსთან, საზოგადოებასთან და კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, რათა ხელოვნების ნაწარმოების ანალიზის მეშვეობით გამოიკვეთოს იმ გამომსახველობითი საშუალებების, ხერხების ანალიზი, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია ავტორის პოზიციის გამოხატვა რომელიმე ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე ია ჩინძალაძე, კლასის დამრიგებელი შორენა დანელია, ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი და მუსიკის მასწავლებელი ქეთევან გედენიძე, მე-11გ კლასის მოსწავლეთა მშობლები: სკოლის მენეჯერი მარიამ ივანიძე და ისტ-ის მასწავლებელი თამთა გაჩეჩილაძე.

პროექტის პრეზენტაციაში ჩართული იყო კლასის ყველა მოსწავლე.

პრეზენტაციის დასაწყისში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს შესრულებული პროექტის სახელწოდება და მიზანი.

მოსწავლეებმა, რომლებიც პროექტზე მუშაობის დროს დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, წარმოადგინეს პრეზენტაციები მათ მიერ არჩეული ხელოვანის შემოქმედების შესახებ.

პირველმა ჯგუფმა რომლის შემადგენლობაში იყვნენ მოსწავლეები: ნინო კამლაძე, თეკლა გოდერიძე, ნინო ფერცულიანი, თეკლა ძოძუაშვილი წარმოადგინეს ჩინელი არტისტის აი ვეი ვეის შემოქმედება, რომელიც ხელოვნების ყველა სფეროს მოიცავს.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ის არის ხელოვანი, რომელმაც თანამედროვე სამყაროს ყველაზე ცხადი და ხელშესახები პრობლემები გააცოცხლა. მოსწავლეებმა ისაუბრეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსტალაციის „მზესუმზირის მარცვლების“ შესახებ, სადაც ხაზს უსვამს თანამედროვე ჩინეთში არსებულ სოციალურ პრობლემას. აი ვეი ვეის აზრით, „ხელოვნება ეხება მორალს, კაცობრიობაში ჩვენს რწნენას. ამის გარეშე ხელოვნება უბრალოდ არ არსებობს“.

მეორე ჯგუფმა ლუკა კუბლაშვილის, თორნიკე წერეთელის, იოსებ ხეცურიანის, ანდრია გორგიძის შემადგენლობით წარმოადგინეს ინგლისელი გრაფიტის მხატვრის ბენქსის შემოქმედება, რომელმაც ქუჩის ხელოვნება პოპულარული გახადა თავისი თამამი ხედვითა და სტილით დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ხელოვნებაზე, მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს მის ნამუშევრებზე, რომლების მიმართულია ომის წინააღმდეგ.

მესამე ჯგუფმა ხატია გაბუნიას, მარიამ მახათაზის, მარიამ ხუბლავას, ლუკა ბარდაველიძის შემადგენლობით წარმოადგინეს ცნობილი ესპანელი მხატვრის ნახატი - „გერნიკა“, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი და რომელიც ერთგვარი გამოძახილი იყო სისხლისღვრის, ნგრევისა და ონის წინააღმდეგ.

მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს იმ ხერხებზე, და სიმბოლოებზე რომელიც მხატვარმა გამოიყენა ტკივილის, უიმედობის, ძალადობის, ომის შედეგების გადმოსაცემად, რომ ნახატზე მუქი ფერებითა დ ყოველ ფიგურაში გამოხატული სევდა ადამიანში აღვიძებს შიშის განცდას ომის გამო და ჩნდება ძალადობისადმი პროტესტის შეგრძნება. პრეზენტაცია კი დაასრულეს პიკასოს სიტყვებით - „სურათები ბინების მოსართავად როდი იქმნება. ესაა საომარი იარაღი, რომელის მტერზე თავდასხმისა და მტრისგან თავდაცვისათვის გამოიყენება“.

მეოთხე ჯგუფის წევრებმა - მარიამ ბუღაძემ და მარიამ აბუთიძემ – წარმოადგინეს ცნობილი ფრანგი მხატვრის ეჟენ დელაკრუას „თავისუფლება ხალხს მიუძღვის წინ“. ისაუბრეს რომ ეს ნახატი საფრანგეთის 1830 წლის რევოლუციას მიეძღვნა და ნახატი მიღებულია ფრანგი ხალხის მონარქიის წინააღმდეგ აჯანყების, კერძოდ, საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლოდ.

მეხუთე ჯგუფმა - დავით ჩიტიძის, საბა სამხარაძის, გიგი გიორგაძის შემადგენლობით, წარმოადგინა ქართველი ხელოვანები; მხატვარი–ანა ბოტკოველი, დიზაინერები დემნა გვასალია და ლუკა მიქაძე, რომელთა მთავარი სათქმელია „არა ოკუპაციას, აფხაზეთი საქართველოა“.

საგნის მასწავლებელმა შეაჯამა მოსწავლეთა ნამუშევარი. დამსწრე საზოგადოებას მოკლედ უამბო პროექტზე მუშაობის დროს გავლილ ეტაპებზე. მადლობა გადაუხადა.

მოსწავლეებს და მომავალ პროექტზე მუშაობაში წარმატებები უსურვა კლასის დამრიგებელს–შორენა დანელიას, აქტიური თანამშრომლობისათვის, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციაზე მობრძანებითვის.

სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე ესაუბრა მოსწავლეებს ხელოვნების უნივერსალური ენის შესახებ, რომლის შესწავლა ეხმარება ადამიანს მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში. შეაფასა წარმოდგენილი პროექტი და აღნიშნა, რომ მოსწავლეთა მომზადებული პრეზენტაციები იყო საინტერესო. ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.

პედაგოგმა ქეთევან გედენიძემ მოუწონა მოსწავლეებს წარმოდგენილი პრეზენტაციები და მომავალში წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება