სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლაში, ნიადაგის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა 
16-12-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკომიტეტი. 

5 დეკემბერს, ნიადაგის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დეხვირის საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესოდ დაგეგმილი ინფორმატიული ღონისძიება. 

ეკოკომიტეტის კურატორის - ლამზირა ონიანის ხელმძღვანელობით, მსმენელებისთვის მომზადებული იყო საგანმანათლებლო და მრავალმხრივ საინტერესო პროგრამა.

ეკოკომიტეტის მდივანმა - ნინი ყვირილიანმა - დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დეტალური პრეზენტაცია ნიადაგის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ჯანსაღი გარემოსა და პროდუქციის წარმოებაში.

ეკოკომიტეტის წევრმა - მარიამ მეიფარიანმა კი - წარმოადგინა ესე -  „ნიადაგის მნიშვნელობა და ნიადაგის ტიპები ლეჩხუმში“, რომელშიც მკაფიოდ წარმოაჩინა რეგიონის ნიადაგური მრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობისთვის.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს სასკოლო ლაბორატორიაში ჩატარებული სკოლის ნაკვეთის ნიადაგის კვლევის ანალიზიც და მსმენელს საინტერესო შედეგები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

დასასრულს გაიმართა დებატები, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ნიადაგში პესტიციდებისა და შხამქიმიკატების გამოყენების სარგებელსა და რისკებზე. 

„ამ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჯანსაღი ნიადაგი - ჯანმრთელი გარემოსა და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობის საფუძველია! მადლობა ლამზირა მასწავლებელს ამომწურავი და მრავალფეროვანი ინფორმაციისათვის! მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისა და ცოდნის გაზიარებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ნიადაგის მსოფლიო დღე 5 დეკემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება