| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში გრძელდება პროექტი - „განათლება გვაძლევს თავისუფლებას“.
პროექტს პედაგოგი - რ. ჭედიშვილი ხელმძღვანელობს და მისი დევიზია - „სწავლა ცოდნის თესლია, ცოდნა კი წარმატებისა“.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ შემოდგომა-ზამთრის სესიის მესამე ტური გაიმართა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ ამ დღეს.
ამ ტურშიც მონაწილეობდნენ მე-9ა და მე-9ბ, მე-10ა და მე-10ბ და მე-11 კლასების მოსწავლეები. ამჯერად კლასებიდან წარმოდგენილი გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ქიმიისა და ბიოლოგიის ცოდნაში.
მე-5 კლასელებმა რამდენიმე ცდაც კი წარმოადგინეს. ვიქტორინის პრაქტიკულმა მხარემ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მეოთხე ტური, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საკითხები ხელოვნებასა და სპორტში, დეკემბერის ბოლოს გაიმართება.
პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის დახმარებისთვის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს გიორგი ხურცილავას და სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებს დ. ჭილაძესა და ს. ხარებავას.
„ასევე დიდი მადლობა თანადგომისთვის და ვიქტორინის სრულფასოვნად ჩატარებისთვის სკოლის მასწავლებლებს - ნ.ლაგვილავას, მ.ვერულაშვილს, ნ.წულაიას“,- აღნიშნავს პედაგოგი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა