სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N23 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბარბარე გოგინაშვილი გაეროს მოდელირების კონფერენციის გამარჯვებულია
16-12-2025
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბარბარე გოგინაშვილმა გაეროს მოდელირების კონფერენციაზე ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა. გამარჯვებულმა საერთაშორისო კონფერენციის საგზური დაიმსახურა, რომელიც გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება. 

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 13-14 დეკემბერს, თბილისში გაეროს მოდელირების კონფერენცია (Model United Nations) გაიმართა.

კონფერენცია დაფუძნებული იყო გაეროს სამუშაო შეხვედრების ფორმატზე, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო სიმულაციას და მონაწილეებს, როგორც გაეროს წევრი ქვეყნების დელეგატების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები.

ბარბარე გოგინაშვილისთვის საერთაშორისო ურთიერთობები ინტერესის სფეროა, ამიტომ ცოდნის გაღმავების მიზნით მსგავს პროექტებში აქტიურად მონაწილეობს. 

მისი თქმით, ოცნებები სრულდება. ის 2026 წელს ნიუ-იორკში, საერთაშორისო კონფერენციაზე სრული დაფინანსებით გაეგმგზავრება. 

„გაეროს მოდელირება არის პროექტი, რომელშიც ირგებ დელეგატის როლს, მონაწილეობ დებატებში და პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებ მსოფლიოს გამოწვევისთვის. ვინაიდან საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული ვარ, ვაფასებ თითოეულ მსგავს ახალგაზრდულ შესაძლებლობას. ამრიგად აქტიურად ვმონაწილეობ ცოდნის გასაღრმავებლად და განსავითარებლად.

როგორც კანადის დელეგატმა გავიმარჯვე 13-14 დეკემბერს ჩატარებულ გაეროს მოდელირებაში, 2026 წელს კი სრული დაფინანსებით მივემგზავრები ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მივიღებ გაეროს შტაბ-ბინაში საერთაშორისო კონფერენციაზე. მადლობა ახალგაზრდობის სააგენტოს შესაძლებლობისთვის. ოცნებები სრულდება, მთავარია მათთვის შრომა, ძალისხმევა და არასდროს დანებება“,- აღნიშნავს მოსწავლე.

სკოლაში ბარბარე გოგინაშვილის წარმატებით ამაყობენ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ბარბარეს ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას და ვუსურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება