| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მუზეუმში ვიზიტი მოსწავლეებისთვის მაღალი შემეცნებითი ღირებულების მატარებელია, რადგან ის როგორც თეორიული ცოდნის განმტკიცებას, ასევე მოზარდების კულტურული ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. ამიტომ ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში გასვლით ღონისძიებას ხშირად მიმართავენ.
ახლახან, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მუსიკის პედაგოგ თამილა გიგატაძეს ხელმძღვანელობით, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის ხელმძღვანელები - იზა ხარატიშვილი და ხათუნა გორგოძე. მოსწავლეებმა მუზეუმში ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, ხელნაწერები, სხვადასხვა დოკუმენტი და ფოტომასალა დაათვალიერეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო დიდი მუსიკოსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტების ირგვლივ ინფორმაციის გაცნობა, მოსწავლეთა წიგნიერების დონის, მუსიკალური უნარ-ჩვევების ამაღლება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა