სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამიცანი, კოთელია“- კოთელიის საჯარო სკოლის პედაგოგის - ნინო ბერიძ​ის საინტერესო ​პროექტი და სოფლის პატარა შემოქმედთა ხმა
15-12-2025
-
+


​თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა მასწავლებელი ნინო ბერიძ​ე მეორე წელია საინტერესო პროექტს ახორციელებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნინო ბერიძ​ე კოთელიის საჯარო სკოლის აღზრდილია, წარმატებით ჩააბარა და ასევე წარმატებით დაამთავრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მშობიურ სკოლას ახალი იდეებითა და მიდგომებით დაუბრუნდა, შეაყვარა მოსწავლეებს თავი და წარმატებით ახორციელებს პროექტს - „გამიცანი კოთელია“. 

„გამიცანი, კოთელია“- სოფლის პატარა შემოქმედთა ხმაა. ეს არის ნინო ბერიძის მიერ დაარსებული ელექტრონული ჟურნალი - სივრცე, სადაც ბავშვების ფიქრებმა, ოცნებებმა და ნიჭმა ფრთები შეისხა. ეს არის ადგილი, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული ნახატი და თითოეული ნივთი ქმნის ბავშვური გულწრფელობით აღსავსე ისტორიას. (იხილეთ ბმული)

როგორც თავად პედაგოგი გვეუბნება, ჟურნალის შექმნის ისტორია ჩვეულებრივია, გაგრძელება კი- არაჩვეულებრივი.

„ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს მივეცი დავალება „წიგნი და სარკე“. ამ ჩვეულებრივმა, არაფრით გამორჩეულმა გაკვეთილმა საფუძველი ჩაუყარა ელ.ჟურნალის შექმნის იდეას... მეორე დღეს, როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ წამიკითხა თავისი ზღაპარი წიგნისა და სარკის შესახებ, მაჩვენა, თუ რამდენად საოცარნი არიან ბავშვები, დამანახა, რომ ყველაზე დიდი მწერალი ბავშვია! მაშინ მომინდა, ვინმეს გამოექვეყნებინა ეს ზღაპარი და რაკი ხმა ვერავის მივაწვდინე, სურვილი გამოქვეყნებისა კი დიდი იყო, გადავწყვიტე, დამეარსებინა ელექტრონული ჟურნალი, სადაც მოსწავლეების შემოქმედებითი ამოძახილი აღარ დაიკარგებოდა. მთელი დღე ვეძებდი საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც ყველაფერს წესრიგში მოვიყვანდი და უკვე 2024 წლის 13 ოქტომბერს გაიდო ხიდი კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და შემოქმედებით სამყაროს შორის. აქ იქმნება არა მხოლოდ პროზა (ზღაპარი, მოთხრობა, იგავ-არაკი, ჩანახატი, ესე...), არამედ პოეზიაც, ნახატები, ხელნაკეთი ნივთები.... და რაც მთავარია, ყველაფერი სიყვარულით იქმნება! აი, ასე სიყვარულში შეიქმნა უკვე ელექტრონული ჟურნალის 5 ნომერი და მჯერა, ამ სიყვარულის მეშვეობით კიდევ მრავალი ნომერი გამოიცემა.

აქ ბავშვებმა აღმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და წარადგინეს სახალხოდ, აქ ბავშვებმა ისწავლეს ერთმანეთის დაფასება და მიეცათ მეტი მოტივაცია, აქ თითოეული ბავშვი გადაიქცა ავტორად, შემოქმედად და აღმომჩენად!

ფაქტობრივად, ის, რაც იქმნება დღეს, არის საძირკველი მომავლისა...“,- გვეუბნება პედაგოგი. 

არსებული ელექტრონული ჟურნალი თავსდება ამავე სახელწოდების მქონე ჯგუფში (ჯგუფის სანახავად ეწვიეთ ბმულს).

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამაგისტრო გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოაქვეყნა

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება