სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაჰ, სოფელო“ - ქუთაისის N36 სკოლის მიერ საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი ორიგინალური პიესა და ანშლაგით ჩავლილი სპექტაკლი
12-12-2025
-
+


ქუთაისის N36 სკოლის IXა კლასმა, დამრიგებელ მაკა ბობოხიძისა და მუსიკის პედაგოგი ქეთევან გუბელაძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საბავშვო თეატრალური ფესტივალის „N-ოვაცია 2025“-ის ფარგლებში, ორიგინალური პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ვაჰ, სოფელო“ წარადგინა და მაყურებელს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა. 

პედაგოგ მაკა ბობოხიძის ავტორობით შექმნილ პიესა ემიგრანტთა ტრაგიკულ ბედზე მოგვითხრობს, რაც დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად ემოციური აღმოჩნდა. სპექტაკლში შთამბეჭდავად მონაწილეობდა თავად პიესის ავტორი, მოსწავლეებმა კი მაღალი სამსახიობო ოსტატობა წარმოაჩინეს. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. 

„დღე სასწაული ბევრი არ არის ხოლმე. სასწაულებს გამორჩეულები ქმნიან. გამორჩეულებიც არ არიან მრავლად. სწორედ ამიტომ არიან გამორჩეულები. თუმცა N36 სკოლის გუნდი თავისი კრეატიულობით, ინდივიდუალიზმით, საქმისადმი და აღსაზრდელებისადმი სიყვარულით, მათი ღირსეულ ქართველებად ჩამოყალიბებისათვის განსაკუთრებული ზრუნვით ყოველ ჯერზე აოცებს: უბანს, ქალაქს, ქვეყანას.

წელსაც ტოლი არ დაუდო ჩვენმა სკოლამ არავის და ისე, როგორც წინა წელს, IXა კლასმა დამრიგებელ მაკა ბობოხიძისა და მუსიკის პედაგოგი ქეთევან გუბელაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საბავშვო თეატრების საერთაშორისო ფესტივალში: „N -ოვაცია 2025“

დასმა წარმოადგინა ქალბატონ მაკა ბობოხიძის ავტორობით შექმნილი პიესა: „ვაჰ, სოფელო“.

პიესის თემატიკა მეტად აქტუალურია. ის ემიგრანტთა ტრაგიკულ ბედს ეძღვნება. სპექტაკლი არაჩვეულებრივი, პროფესიონალური ოსტატობითაა დადგმული. რეჟისურაზე იმუშავეს პედაგოგებმა: ქეთევან გუბელაძემ და მაკა ბობოხიძემ. მუსიკალურად სპექტაკლი ჩვეული ოსტატობით გააფორმა საქმის პროფესიონალმა- ქეთევან გუბელაძემ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მონაწილე მოსწავლეების საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა.

პედაგოგთა დიდი ძალისხმევის შედეგი სახეზეა. პატარა მსახიობების მეტყველებამ, პლასტიკამ, გამომსახველობამ, გარდასახვამ დაატყვევა ფესტივალზე მოსული მაყურებელი, რომელიც 50 წუთის განმავლობაში მონუსხული ადევნებდა თვალს სცენაზე ემოციურად გათამაშებულ თითოეულ ეპიზოდს.

იყო უამრავი ცრემლი, რაც პატარა მსახიობთა (თამამად შეიძლება ითქვას) პროფესიონალურმა შესრულებამ გამოიწვია. თემამ ყველას გულზე გაიარა. ბავშვებმა ქვეყნის სატკივარი ემოციურად მიიტანეს მაყურებლამდე, რომელიც დიდხანს აჯილდოებდა მათ ტაშით. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო კლასის დამრიგებელმა ქალბატონმა მაკა ბობოხიძემ, რომელმაც განსაკუთრებული ემოციურობითა და სამსახიობო ოსტატობით წარმოადგინა შვილებისა და შვილიშვილების მომლოდინე ბებიას როლი.

სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ბედნიერია ჩვენი სკოლა, რომ ჰყავს ასეთი კრეატიული, ნიჭიერი, საქმისადმი თავდადებული, პროფესიონალი პედაგოგები: მაკა ბობოხიძე, ქეთევან გუბელაძე და უნიჭიერესი IXა კლასი.

ვამაყობთ თქვენით. დიდი წარმატება საამაყო ბავშვებსა და პედაგოგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოფრაგმენტები სპექტაკლიდან:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება