| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით გამოირჩევიან.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, გაიმართა ჭადრაკის მოყვარულთა საშემოდგომო ტურნირი.
ღონისძიებაში საბაზო და საშუალო საფეხურის თექვსმეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ტურნირი საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მესამე ადგილი მოიპოვა ნიკოლოზ სამხარაძემ, მეორე ნინო ახალმოსულუშვილმა, ხოლო პირველ ადგილზე გავიდა გიორგი კურტანიძე.
ტურნირს ესწრებოდნენ სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ანთაძე და ჭადრაკის წრის პედაგოგი მამა გიორგი ასათიანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა