სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მე-7 კლასების მოსწავლეთა შორის სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
12-12-2025
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება. მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებში წახალისებული და მხარდაჭრილია. 

ახალხან, სკოლაში გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ მე-7 კლასებს შორის. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ხათუნა გელაშვილი-ბაღდოშვილი, რომლის ორგანიზებითაც დღემ ძალიან მხიარულ და სანახაობრივ გარემოში ჩაიარა.

მოსწავლეები სხვადასხვა ესტაფეტასა და გუნდურ თამაშებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. შეჯიბრი დასრულდა ფრედ, რაც მიუთითებს, რომ ორივე გუნდმა გამოავლინა თანაბარი ძალისხმევა, სპორტული სული და ერთმანეთის მხარდაჭერა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ აქტივობებში ჩართულობას. ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრებები, რაც ხელს უწყობს:

  • მოსწავლეების ფიზიკურ განვითარებას;
  • მეგობრული გარემოს შექმნას;
  • გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარების განვითარებას;
  • აქტიური, ენერგიული და პოზიტიური სასკოლო ცხოვრების ჩამოყალიბებას.

„ასეთი დღეები არა მხოლოდ ასწავლის ბავშვებს თანადგომასა და სამართლიან კონკურენციას, არამედ აერთიანებს კლასებს და ზრდის მოტივაციას.

ვულოცავთ, ორივე მე-7 კლასს წარმატებით მონაწილეობას! მადლობა მასწავლებელს - საინტერესო, სპორტული და შთამბეჭდავი დღის მოწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება