სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლის კლუბ Beam With Books-ის წევრებმა უნივერსიტეტში, უილიამ შექსპირის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საინტერესო ლექცია მოისმინეს
11-12-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ინგლისური ენის კლუბი Beam With Books, რომლის წევრებით ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწავლობენ და არაერთ საინტერესო ღონისძიებაში არიან ჩართულნი. 

4 დეკემბერი კლუბ Beam With Books-ის წევრებისთვის კიდევ ერთ შთამბეჭდავ, საინტერესო და პროდუქტიულ დღედ იქცა.

სკოლის კლუბი სტუმრობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც უილიამ შექსპირის ცხოვრებსა და შემოქმედებაზე ნანა გუბელაძის ლექცია მოისმინეს. 

„ნანა გუბელაძის გამორჩეულმა ლექციამ სრულიად ახალი ჭრილით დაგვანახვა უილიამ შექსპირის შემოქმედება.

ლექციის მთავარი სათქმელი „და შენ სად ხარ ადამიანო?“ შექსპირის შემოქმედების მიხედვით, საოცარი ძალით წარმოაჩენდა ადამიანის სამყაროს, პიროვნულ ძიებებსა და ადამიანურ ბუნებაში არსებულ მუდმივ კითხვებს. ეს იყო არა მხოლოდ აკადემიური მსჯელობა, არამედ ინტელექტუალური მოგზაურობა, რომელმაც მონაწილეები შთაგონებითა და ახალი ხედვებით დატოვა.

კიდევ ერთხელ მოგზაურობა ლიტერატურის უსასრულო სამყაროში გვახსენებს, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს ცოდნას, მოსმენილ სიტყვებსა და სწავლის სურვილს. სწორედ ასეთი შეხვედრები აძლიერებს მოტივაციას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და კიდევ უფრო ამყარებს სიყვარულს წიგნისა და კლასიკური ლიტერატურის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ კლუბ Beam With Books მომავალშიც განაგრძობს საგანმანათლებლო სივრცეების სტუმრობას, ახალი გამოცდილებების დაგროვებასა და ლიტერატურით შთაგონებულ მოგზაურობებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება