სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N23 საჯარო სკოლაში „წარმატების გაკვეთილები“ გრძელდება
11-12-2025
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, დირექტორის - მზია კიწმარიშვილის ინიციატივით, წარმატებით დაინერგა პროექტი - „წარმატების გაკვეთილები“. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები სტუმრობენ სკოლას და საკუთარ გამოცდილებასა და წარმატების გზებს უზიარებენ მოსწავლეებს.

ამჯერად, სკოლის მოწვეული სტუმარი იყო რუსთაველი მხატვარი და მოქანდაკე პაატა ქერეჭაშვილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. მას გახსნილი აქვს კერძო ხელოვნების სასწავლებელი, სადაც ბავშვები, მათ შორის ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც, ეუფლებიან ხატვისა და ქანდაკების საფუძვლებს.

შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ხელოვნებისა და შემოქმედებითი პროფესიების მიმართ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, რამაც შეხვედრას განსაკუთრებული შინაარსი შესძინა. ისინი გულწრფელად კმაყოფილნი დარჩნენ სტუმრის ვიზიტით და მიიღეს ამომწურავი პასუხები ხელოვნების სფეროსა და მხატვრისა და მოქანდაკის პროფესიის შესახებ.

„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის პროცესში და ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება