სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარგე ხე“  - მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტი ბანძის საჯარო სკოლაში 
10-12-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან დირექტორი დონალდ ძაგანია და მასწავლებლები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სულ რამდენიმე დღის სკოლაში პროექტი - „დარგე ხე“ განხორციელდა, რომელზეც მასწავლებელმა თამარა ქობელაშვილმა, მე-2 კლასის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად იმუშავა. 

პროექტი ბუნებისმცოდნეობისა და ქართული ენის ინტეგრირებით განხორციელდა. 

პროექტის მიზანზე საუბრისას სკოლაში  გვეუბნებიან, რომ მოსწავლეებმა მუდმივად უნდა იზრუნონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე. გაუფრთხილდნენ ბუნებას და არ დანაგვიანონ იგი, დარგონ ხე და იცხოვრონ სუფთა გარემოში.

პროექტი მეტად აქტუალურია - „მოსწავლეებს უნდა გავუღვივოთ შრომის სიყვარული, ისწავლონ ხეების დარგვა და მოვლა–პატრონობა“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა - ბანძის საჯარო სკოლის მე-2 კლასი. 

პროექტი 21 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელება 10 დღე. 

პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებელი.

„მადლობა, თითოეულ მათგანს თანადგომისა და დახმარებისთვის“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი დონალდ ძაგანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება