სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინგლისური ენის მასწავლებელმა ნატო ვანაძემ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სახალისო და შემეცნებითი კონკურსი ჩაატარა
08-12-2025
-
+


ინგლისური ენის მასწავლებლის ნატო ვანაძის ორგანიზებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 და გორელოვკის N3 საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება Spelling Bee 2025.

კონკურსი მე-6-7 კლასების მოსწავლეებმა. ახალგაზრდებმა გამოავლინეს შესანიშნავი უნარები:

  •  სიტყვების ზუსტი მართლწერა
  •  სწრაფი რეაგირება
  •  გამბედაობა და სცენის კულტურა
  • გუნდურობა და ჯანსაღი კონკურენცია

კონკურსის დასასრულს გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილი, რომლებმაც განსაკუთრებული ცოდნა, ყურადღება და გამორჩეული შრომისმოყვარეობა დაგვანახეს.

 I-ადგილი - ილია ვანაძე
 II ადგილი - ირაკლი მარკოიძე
 III ადგილი - მანუჩარ მიქელაძე

„ყოველი მონაწილე იყო ღირსეული და ძლიერი კონკურენტი, მათ გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატები ხოლო გამარჯვებულებმა დაიმსახურეს აპლოდისმენტები, პრიზები და ჩვენს პატარა „ჩემპიონთა“ რიგებში განსაკუთრებული ადგილი!

კონკურსი იყო ძალიან ემოციური, სახალისო და თან შემეცნებითი. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ სწორი მოტივაციით შეუძლებელი არაფერია. დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, სკოლების ადმინისტრაციას შესაძლებლობისათვის და უზარმაზარი ბრავო ჩვენს პატარა „სპელერებს“ - ვამაყობ თქვენით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება