სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიამბეთ ამბები“ - დაბა მესტიის N1 სკოლის მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, რეგიონის გამოჩენილ ადამიანებს შეხვდებიან
05-12-2025
-
+


დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლა სტარტი აიღო შთამბეჭდავმა პროექტმა - „გვიამბეთ ამბები“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები რეგიონის გამოჩენილ ადამიანებს გაიცნობენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები ეტაპობრივად მოეწყობა. 

28 ნოემბერს პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა. მესტიის ისტორიის მუზეუმის სააქტო დარბაზში, მოსწავლე-მასწავლებლებმა მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობა ძიუდოში შოთა ჟორჟოლიანს, III თაობის ცნობილ მთასვლელებს: კარლო არღვლიანს, ჯენერ გვარლიანს და ნაზო ხერგიანს. ნიჭიერ შემოქმედებს - ციცინო და თამარ რატიანებს, რამინ გულედანს, ქრისტინა ნიგურიანსა და ბექა ხერგიანთანს უმაპინძლეს. 

შეხვედრა შთამბეჭდავად წარიმართა. 

„IX კლასის რუსული ენისა და ლიტერატურის წიგნში საბედნიეროდ შემორჩენილია სასწავლო თემები საამაყო ქარათველებზე: რევაზ გაბრიაძეზე, ნინო რამიშვილზე, ილიკო სუხიშვილზე....

შესავალ საუბარში მოსწავლეებს ვკითხე, ვის იცნობდნენ რეგიონის გამოჩენილი ადამიანებიდან. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მიხეილ ხერგიანს.

ჩავატარეთ დამატებით გაკვეთილი თემაზე: „რეგიონის გამოჩენილი ადამიანები“. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიეს მასალები და იმავდროულად გამოთქვეს სურვილი - „გვიამბეთ ამბები“. ინფორმაციის დეფიციტი მსგავს საკითხებთან მიმართებაში სამწუხაროდ მრავლადაა დღევანდელ თაობაში. ერთ-ერთი მოსწავლე გამოვიდა ინიციატივით: „გვიამბეთ ამბები“, მოვაწყოთ შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან.

დასტურ, აკლია ამ კუთხით ახალგაზრდა თაობას ინფორმაცია.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ეტაპობრივად მოვაწყოთ შეხვედრები რეგიონის გამოჩენილ ადამიანებთან ყველა სფეროში.

28 ნოემბერს მესტიის ისტორიის მუზეუმის სააქტო დარბაზში მოეწყო შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონებთან ჭიდაობა ძიუდოში შოთა ჟორჟოლიანთან, III თაობის ცნობილ მთასვლელებთან: კარლო არღვლიანთან, ჯენერ გვარლიანთან და ნაზო ხერგიანთან. ნიჭიერ შემოქმედებთან: ციცინო და თამარ რატიანებთან, რამინ გულედანთან, ქრისტინა ნიგურიანთან და ბექა ხერგიანთან, რომელთა შემოქმედებამაც დაატკბო დამსწრე საზოგადოება.

მესტიის N1 საჯარო სკოლის ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურნენ მიხეილ ხერგიანის სახელობის N2 საჯარო სკოლის, წმ.ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები. დიდი მადლობა აღნიშნული სკოლების პედაგოგიურ და მოსწავლეთა კოლექტივებს, დირექტორებს. ეს გასაკვირიც არაა, ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით რეგიონის ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს და ერთნაირად გვეამაყება სწორად აღზრდილი მოქალაქე.

განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ მესტიის მუზეუმის ადმინისტრაციის (დირექტორი: რუსუდან ჯაფარიძე) და კოლექტივის მიმართ, რომლებიც უშურველად გვითმობენ სააქტო დარბაზს და ესწრებიან ღონისძიებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და გვიზიარებენ ფოტო-ვიდეომაალას აღნიშნული ღონისძიებიდან, მოსწავლეთა მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს კი მოუწოდებენ - „უამბეთ ბავშვებს ამბები!“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება