სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამხედრო მოსამსახურეებმა საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს
05-12-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს თავდაცვის ძალების შემადგენლობა და სტრუქტურა, არსებული სიახლეები, სამსახურის ფორმები და თავდაცვის ძალებში არსებული სხვადასხვა სოციალური პირობა.

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში,  სტუმრებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით მოუთხრეს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანები, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ეროვნული გმირებით, მათ უშუალოდ ჯარისკაცებისაგან მოისმინეს თითოეული მათგანის გმირობის ისტორია.

შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებული ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა შეხვედრამ ჩაიარა მაღალი ინტერესისა და ჩართულობის ფონზე, რისთვისაც მადლობას უხდიან როგორც თავდაცვის სამინისტროს ასევე უშუალოდ შეხვედრაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება