სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თანასწორობა ჩვენს სკოლაში“​ -კოხტის საჯარო სკოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურა
05-12-2025
-
+


3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ პირთა უფლებების შესახებ. თარიღთან დაკავშირებით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით - „თანასწორობა ჩვენს სკოლაში“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამ დღის ისტორია და საქართველოში არსებული კანონმდებლობა, რითაც ხაზი გაესვა თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპებს. მოეწყო ​ინტერაქციული მინი-აქტივობები: „რას ნიშნავს თანასწორობა ჩვენს სკოლაში?“ „რას გავაკეთებ მე შშმ თანაკლასელის მხარდასაჭერად“

„ჩვენი სკოლისთვის ინკლუზია არ არის უბრალოდ სიტყვა — ეს არის ყოველდღიური ღირებულება და მზაობა. ჩვენ ვზრდით თაობას, რომელიც მზად არის მიიღოს, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ყველა თანატოლი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სპეციალურმა მასწავლებელმა - მარინა საგინაძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება