სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების ოთახი, პროექტის ფარგლებში, ერთი კვირით ვირტუალურ კინოთეატრად გადაიქცა
04-12-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი კლასების მასწავლებლის - მარიამ ტაბატაძის და „მე და საზოგადოების“ პედაგოგის ნანა გახოკიძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი „ჩვენ კინოში მივდივართ“.

კომპიუტერების ოთახი ერთი კვირით ვირტუალურ კინოთეატრად გადაიქცა – აფიშებით, სალაროთი, ბილეთებით, დაცვისა და ბუფეტის ჯგუფებით, პოპკორნითა და, რა თქმა უნდა, ქართული ფილმით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა: ისწავლეს ქცევის კულტურა კინოსა და თეატრში, პრაქტიკულად განახორციელეს რიგის, წესრიგისა და დროის პატივისცემა, საკუთარი მაგალითით აჩვენეს, როგორ უნდა ვჭამოთ პოპკორნი ისე, რომ სხვებს ფილმის ყურება არ შევუშალოთ, შექმნეს ფილმის აფიშა, ნომრიანი ბილეთები, „ქაღალდის ფული“ და როლური სცენარები.

მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივით კინოთეატრში დაპატიჟეს სკოლის დირექტორი –  ეკატერინე ჩიტაური, როგორც განსაკუთრებული სტუმარი.

ამ ნაბიჯით ბავშვებმა: გამოხატეს პატივისცემა სკოლის ხელმძღვანელობის მიმართ, გააცნობიერეს, რომ დირექტორი არა მხოლოდ ადმინისტრაციაა, არამედ მათი მხარდამჭერი და პარტნიორი სწავლის პროცესში, იგრძნეს, რამდენად მნიშვნელოვანია სტუმრის დაპატიჟება, მიღება და მასპინძლობა კულტურულ გარემოში, განივითარეს პასუხისმგებლობა – „ჩვენ ვმასპინძლობთ, ჩვენ ვზრუნავთ წესრიგზე, კომფორტსა და მეგობრულ ატმოსფეროზე“.

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს - მარიამ ტაბატაძეს, ნანა გახოკიძეს და IV კლასის მოსწავლეებს ასეთი გენიალური, აზრიანი და შემოქმედებითი პროექტის განხორციელებისთვის, ასევე – დამსწრე საზოგადოებასა და კოლეგებს, რომელთა შეფასებებმა კიდევ უფრო გაზარდა ბავშვების მოტივაცია.

„პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში:კულტურული ქცევის განვითარებას საჯარო სივრცეში, თავაზიანი კომუნიკაციისა და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, სამოქალაქო ცნობიერების და ერთმანეთისადმი ერთგულების განმტკიცებას – როგორც „ჩემი სკოლა, ჩემი სივრცე, ჩემი პასუხისმგებლობა“.

ვუსურვებთ ჩვენს პატარა მაყურებლებს და შემოქმედებით გუნდს კიდევ ბევრ საინტერესო პროექტსა და კეთილ საქმეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება