სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გურძემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბიჭი და ძაღლის“ პერსონაჟთა ხასიათი და ემოციები როლური თამაშის დახმარებით გაითავისეს
04-12-2025
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ და სწავლებისას მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. 

„თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი - როლური თამაში, გარდა კომუნიკაციური უნარებისა ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა: ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა, კრეატიულობა, ცოდნის ტრანსფერი- ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენება. სიმულაციური თამაშები , მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სწავლებას. იზრედება მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და იმავდროულად ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის ზრდას, არა მარტო პირადი წარმატებისათვის, არამედ მეგობართა წარმატებისთვისაც“,- აღნიშნავენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში და სასწავლო მეთოდს ხშირად მიმართავენ. 

სწორედ როლური თამაში შესთავაზა VI კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა ნინო ჯგერენაიამ.

მოსწავლეებმა ხალისითა და თამაშით შეძლეს არჩილ სულაკაურის მოთხრობიდან „ბიჭი და ძაღლი“ პერსონაჟების ხასიათის გახსნა, გაითავისეს შესწავლილი ნაწარმოების გმირთა ემოციები, გაუჩნდათ ემპათია, სწორად გადმოსცეს ტექსტის მთავარი სათქმელი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება