სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომის ფერები“- შთამბეჭდავი შემოქმედებითი ღონისძიება სამთაწყაროს საჯარო სკოლაში 
04-12-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“, რომელიც მოიცავდა V-XI კლასების მოსწავლეთა ნახატებისა და მაკეტების გამოფენას.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - თამილა ნადირაშვილმა და ლალი მეხრიშვილმა. 

გამოფენაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც შემოდგომის ფერები ფურცელსა და მაკეტებში გადაიტანეს.

სკოლის მთავარი შემოსასვლელი, როგორც გამოფენის სივრცე, გადაიქცა ნამდვილ შემოდგომის გალერეად: „ოქროსფერი პეიზაჟები“, „მოსავლის სიუხვე“, „შემოდგომის ნოსტალგია“ და „აბსტრაქტული შთაგონება“

ამ თემებით შექმნილი ნამუშევრები განსაკუთრებით ამრავალფეროვნებდა სკოლის გარემოს.

ცალკე იყო მოწყობილი საბავშვო შემოქმედების კუთხე – „შემოდგომის ფერები“, სადაც წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მაკეტები: შემოდგომის ტყის მინიატურული მოდელები, სოფლის ეზოები, გოგრების მინდვრები და სხვა კომპოზიციები, რომლებიც ბუნებრივი მასალებით (ფოთლები, ტოტები, გირჩები, თაბაშირი და სხვ.) იყო შექმნილი.

ღონისძიებას ჰყავდა კომპეტენტური ჟიური, რომელმაც განსაზღვრა საუკეთესო ნახატები, მაკეტები და ჩანახატები. გარდა ამისა, გამოიკვეთა „სკოლის დირექტორის რჩეული ნამუშევრები“, რაც მოსწავლეებისათვის დამატებითი წახალისება გახდა.

გამოფენას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიება შემოდგომის ფერებში, თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

ღონისძიების სლოგანი იყო - „შემოდგომის ფერები – დიდების შთაგონება და პატარების ფანტაზია!“

ა) ნახატების ნომინაციაში – „ნახატებისა და მაკეტების კომისიის“ გადაწყვეტილებით გამოვლინდა საუკეთესო სამეული:

• I ადგილი – სალომე სარდალაშვილი, XI კლასი – (ნახატი);

• II ადგილი – თათია ჭაღალიძე, VII კლასი – (ნახატი);

• III ადგილი – ლიკა კილაძე, VIII კლასი – (ნახატი);

ბ) მაკეტების ნომინაცია – „ნამუშევართა კომისიის“ გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

• I ადგილი – მარი ბერიძე, VIII კლასი – (მაკეტი)

• II ადგილი – ნინო ხუციშვილი, VIII კლასი – (მაკეტი)

• III ადგილი – თალიკო ქამაშიძე, V კლასი – (მაკეტი)

• III ადგილი - მარიამ სურმანიძე, V კლასი – (მაკეტი)

გ) დასახელდა სკოლის დირექტორის რჩეული ნამუშევრები:

• ნახატი – სალომე სარდალაშვილი, XI კლასი;

• ნახატი – ლიკა კილაძე, VIII კლასი;

• მაკეტი – მარი ბერიძე, VIII კლასი;

• მაკეტი – ანდრია თაგოშვილი, V კლასი;

დ) ჟიურის რჩეული ჩანახატი:

• ლიკა კილაძე, VIII კლასი – ჟიურის რჩეული ჩანახატი

• ლიკა შაინიძე, V კლასი – ჟიურის რჩეული ჩანახატი

ღონისძიების დასრულებისას, სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა და დირექტორის მოადგილემ, ელენე გრიგორიადისმა, მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სიგელებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს გამარჯვებულები და წაახალისეს ყველა მონაწილე შემოქმედებითი აქტივობის გაგრძელებისთვის.

„ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწორ გზაზე ვართ – გზაზე, სადაც ბავშვი არის შემოქმედი და არა მხოლოდ დავალების შემსრულებელი. მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ჩვენს სკოლას გააფერადებს – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით“,-გვეუბნებიან სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება