| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ ღირსეულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად იზრდებიან. პედაგოგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ და საინტერესო ვიდეორგოლი შექმნეს.
მოსწავლეებმა კარგად იციან რომ ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება, ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლება.
ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, ილახება მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რომლებიც ადამიანის განუყოფელი უფლებებია.
ძალადობა შეიძლება იყოს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური, ძალადობაა, აგრეთვე, იძულება და უგულებელყოფა.
„შეჩერდი, არა ძალადობას!“ - აღნიშნავენ ერთხმად მოსწავლეები და გმობენ ძალადობას.
ვიდეოზე იმუშავეს X კლასის მოსწავლეებმა, მოქალაქეობის მასწავლებელმა, ნათია ჯიჯელავამ და სპეციალურმა მასწავლებელმა ლელა ბოშაშვილმა.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა