სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მკითხველი ბიბლიოთეკაში“ - მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისკენ მიმართული პროექტი ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში 
04-12-2025
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია „მე და საზოგადოებაში“ განხორციელებული პროექტი - „მკითხველი ბიბლიოთეკაში“. 

პროექტზე მე-4 კლასელებმა (სულ სამი მოსწავლე), პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით იმუშავეს. 

მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, იმსჯელეს რომ ბიბლიოთეკა არის თანასწორი და ხელმისაწვდომი რესურსი, რომელიც აუმჯობესებს წიგნიერებას (კერძოდ, მე-4 კლასის მოსწავლეების უნარებს) და ხელს უწყობს მუდმივი სწავლის კულტურას.

პროექტი მიზნად ისახავდა, მოსწავლეებმა აღმოაჩინონ ბიბლიოთეკის მნიშვნელობა, როგორც ცოდნის, სწავლისა და კულტურული დასვენების ადგილი; გააცნობიერონ კითხვის, წიგნების მოვლისა და ბიბლიოთეკის წესების დაცვის მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ სასკოლო საზოგადოებაში წიგნიერების გაღრმავებას.

მიზნის მისაღწევად​ კი პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა შემდეგი აქტივობები:

  • ბიბლიოთეკის სტრუქტურისა და ფუნქციების გაცნობა;
  • წიგნის შერჩევის, განთავსებისა და მოვლის წესების გააზრება;
  • კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

ყველა საკითხის გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით შექმნეს რესურსი, რომელიც სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს. 

პროექტი საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

ადმინისტრაცია პედაგოგს მადლობას უხდის მრავალფეროვანი ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება