სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლის კედლებზე გაცოცხლებული საქართველო - როგორ აქცია რუსთავის N3 საჯარო  სკოლამ შემოდგომა შემოქმედებით დღესასწაულად 
04-12-2025
-
+


უკვე რამდენიმე წელია რუსთავის N3 საჯარო სკოლაში დამკვიდრდა ერთ-ერთი ყველაზე თბილი და უნიკალური ტრადიცია - ყოველ შემოდგომას სკოლის შიდა კედლები მოსწავლეების ხელით ახალ სიცოცხლეს იძენს. ეს არის შემოქმედებითობა, ცოდნა, პატრიოტიზმი და გუნდური სულისკვეთება ერთ დიდ, საერთო პროექტში - „შემოდგომის ჰარმონია საქართველოს კუთხეებში“.  

თემა, რომელიც წლიდან წლამდე არ იცვლება, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის პროცესს: „საქართველოს კუთხეები და მათი ღირსშესანიშნაობები“. მოსწავლეები სხვადასხვა კლასიდან იკრიბებიან, სწავლობენ საქართველოს რეგიონის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ეკლესიებსა და მონასტრებს, შემდეგ კი მიღებულ შთაბეჭდილებებს ფუნჯითა და საღებავებით კედელზე აცოცხლებენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს ყოველწლიური ტრადიცია ორიგინალური და საგანმანათლებლოა - ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას, ივითარებენ შემოქმედებით უნარებს და ერთად ქმნიან დიდ საქმეს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ახსენებს ყველას, თუ როგორი ნიჭიერი თაობა იზრდება რუსთავის N3 საჯარო სკოლაში.

მოსწავლეები თავად ხდებიან საკუთარი სკოლის გარემოს ავტორები. თითოეული ნახატი მათი შრომით, პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი აზროვნებით არის შექმნილი. საგულისხმოა ისიც, რომ კედლების მოხატვა უკვე არა მხოლოდ სასკოლო აქტივობაა, არამედ ემოციური რიტუალიც — შემოდგომის გაცილების ყველაზე ფერადი ფორმა. 

სკოლის სტუმრები ხშირად აღნიშნავენ, რომ სკოლის დერეფანში განსაკუთრებული ატმოსფეროა — სკოლაში შესვლა ჰგავს პატარა საგამოფენო დარბაზში მოხვედრას, სადაც ყოველი სვეტი, ყოველი კედელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამოგზაურებს.  

„ამ ტრადიციამ ბევრი რამ ასწავლა მოსწავლეებს: მათი  ყოველდღიურობა უფრო საინტერესო გახდა, სკოლაში გაიზარდა შემოქმედებითი აქტივობებისადმი ინტერესი; 

სწავლა უფრო პრაქტიკული და ვიზუალური გახდა; ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააღრმავა მოსწავლეებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა;

საბოლოოდ, ჩვენი სკოლის ეს შემოდგომის რიტუალი არის შეხსენება იმისა, რომ საგანმანათლებლო სივრცე მაშინ იღებს ნამდვილ სახეს, როცა მასში ბავშვების ნიჭი, ფანტაზია და ენერგია იგრძნობა. 

ეს ტრადიცია არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სკოლამ შექმნას გარემო, სადაც სწავლა მხოლოდ წიგნებსა და საკლასო ოთახებს არ ნიშნავს — ის ხატვის, კვლევის, შემოქმედებისა  და თანაზიარობის პროცესად იქცევა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება