| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდსა და აქტივობას სთავაზობენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
10 ნოემბერს, VI კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი - „მსოფლიოს ექვსი კონტინენტი“, რომელსაც მასწავლებელი თეა ჯგერენაია ხელმძღვანელობდა.
პროექტის მიზანი იყო კონტინენტების გაცნობა, ამოცნობა რუკაზე და გლობუსზე. ოკეანეების, ზღვების, ყურეების, სრუტეების, კუნძულების, ნახევარკუნძულების ობიექტების შესწავლა და აღწერა. მათი მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა.
მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის შედეგად წარმართეს პრეზენტაცია და დაამზადეს კონტინენტების მოდელი.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გაღრმავებაში და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა