| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში, იმდიდრებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.
ახლახან, კოლეჯ „იბერიას“ ინიციატივით, პროექტის - „დაგეგმე, გაამწვანე, იცხოვრე“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები, რომელიც მიზნად ისახავდა ლიდერობის უნარების გაძლიერებას, ეფექტური გუნდური მუშაობის განვითარებას და აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობას.
ტრენინგში მონაწილეობდნენ ქუთაისის №24 და №41 საჯარო სკოლების მოსწავლეები, ასევე კოლეჯის სტუდენტები, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა განევითარებინათ კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნება, ემუშავათ ერთობლივ დავალებებზე და განეხილათ, როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს რეალური წვლილი შეიტანონ გარემოს გაუმჯობესებაში.
პროექტი ხელს უწყობს ინიციატივებზე დაფუძნებულ სწავლებას, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაზრდასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს პროგრამების „ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა