სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიკვლევთ, ვხატავთ, ვმღერით“ - ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უცხოენოვანი პროექტი საინტერესოდ შეაჯამეს
03-12-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

2 დეკემბერს, ბახვის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლმა მარინე ჩხაიძემ ჩაატარა შემაჯამებელი დასკვნითი გაკვეთილი პროექტისა – „პირველი ნაბიჯები რუსული ენის სამყაროში!“

პროექტი, რომლის დევიზი იყო - „ვიკვლევთ, ვხატავთ, ვმღერით“, მე-5 კლასის მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა, ცოდნის განმტკიცებასა და რუსული ენის უკეთ დაუფლებას ემსახურებოდა.

მოსწავლეებმა, რომლებიც რუსული ენის სწავლას წელს შეუდგნენ, პროექტზე მუშაობის ფარგლებში:

  • მოიძიეს ლექსები და სიმღერები რუსულ ანბანზე;
  • შეისწავლეს ინფორმაცია რუსული ანბანის (კირილიცა) წარმოშობის შესახებ;
  • შექმნეს ნახატები ასოებზე;
  • მოაწყვეს სტენდი შექმნილი ნახატებით;
  • წარადგინეს კომპიუტერული პრეზენტაციები მოძიებული მასალებით.

პროექტის მიზანი იყო კითხვის, ლაპარაკისა და სწორი მეტყველების უნარის განვითარება. შედეგად, მოსწავლეებმა:

  • გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი;
  • გამოიმუშავეს კვლევა-ძიების, პრეზენტაციის და თანატოლებთან თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
  • გაეზრდათ მოტივაცია რუსული ენის უკეთ შესწავლისთვის.

სკოლის დირექცია პედაგოგსა და მის მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება