სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის - ლიზი ფარულავას საკონფერენციო თემა საუკეთესოთა შორის დასახელდა 
03-12-2025
-
+


ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში, იმდიდრებენ ცოდნას, იძენენ ახალ გამოცდილებას და არაერთი წარმატებითაც იწონებენ თავს.  მათ შორისაა, X კლასის მოსწავლე ლიზი ფარულავა, რომელიც მოსწავლეთა V რესპუბლიკური კონფერენციაზე ასახელა სკოლა. 

ხალხური მედიცინის გამოცდილება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე გახდა გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობის ინიციატორი.

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა მოსწავლეთა V რესპუბლიკური კონფერენცია თემაზე - „ხალხური მედიცინა — ქართული კულტურის საგანძური“.

კონფერენციაზე რამდენიმე ათეული თემიდან შეირჩა 10 საუკეთესო. მათ შორის, ერთ-ერთია ქუთაისის №4 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის - ლიზი ფარულავას თემა. თემის ხელმძღვანელია ქუთაისის №4 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ელენა ბუაძე გახლავთ.

მოსწავლეც და მასწავლებელიც დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და წიგნებით. 

ლიზის მიერ წარმოდგენილი რეცეპტი ეხებოდა მისი ბებიის მიერ რეცეპტის გაცემის ერთ მკაცრ ეთიკურ პირობას: აუცილებლად წამალი უანგაროდ, უსასყიდლოდ გაცემულიყო პაციენტზე. რეცეპტი იქცა არა კომერციულ საიდუმლოდ, არამედ უანგაროდ მომსახურების ფიცად და ამიტომაც მოხვდა იგი საუკეთესო თემების ჩამონათვალში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ლიზის გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს კვლევა ამ მიმართულებით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება