სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომაა, ფოთოლცვენაა“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ზღაპრული სანახაობა
03-12-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

II კლასში, დაწყებით კლასის მასწავლებლის, განგა ჭუჭუხაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა საკლასო ღონისძიება - „შემოდგომაა, ფოთოლცვენაა“.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მეორე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები.

ბავშვებმა შემოდგომის ფერები გადაიტანეს ლექსებში, სიმღერებში, ცეკვასა და საინტერესო სცენებში - „შემოდგომის სტუმრობა“, სადაც პატარა „შემოდგომამ“, „ქარმა“, „ხემ“ და „ფოთლებმა“ მხიარული დიალოგებით კიდევ უფრო გააცოცხლეს სეზონის ხასიათი.

კლასში მოწყობილი იყო ასევე „ფერადი ფოთლების“ ხელოვნების კუთხე, სადაც მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებითა და ნამდვილი ფოთლებით შექმნეს ულამაზესი აპლიკაციები. ღონისძიების დასრულებისას, მონაწილეებმა დააგემოვნეს ტრადიციული ტკბილეული – თათარა და ჩურჩხელა, რაც შემოდგომის ნაყოფიერებისა და ქართული ტრადიციებისადმი პატივისცემის სიმბოლოდ იქცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, მასწავლებლები და მშობლები.

დირექტორმა მადლობა მოუხადა მასწავლებელს, მოსწავლეებსა და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები აძლიერებს მოსწავლეთა შემოქმედებით, სოციალურ და ემოციურ განვითარებას.

„ჩვენი პატარა კლასისათვის ეს იყო კიდევ ერთი თბილი და ფერადი დღე, სადაც სიტყვა, ფერი და მუსიკა ერთ დიდ შემოდგომის ემოციად გადაიქცა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება