სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ორი საგნის ინტეგრირებით შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაუტარდათ
03-12-2025
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდს მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს აქტივობებით უმდიდრებენ. 

17 ნოემბერს, სკოლის მეცხრე კლასში, კონსულტანტ-მასწავლებლის - დალი ბოლქვაძისა და მშობლიური ენის მასწავლებლის - ნიარ სეიდოვას ხელმძღვანელობით, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და აზერბაიჯანულ ენაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად, საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას.

გაკვეთილის მიზანი იყო მსგავსება-განსხვავების პოვნა ქართულსა და აზერბაიჯანულ გრამატიკას შორის. გაკვეთილი გამდიდრებული იყო გრამატიკული პლაკატებითა და ილუსტრაციებით.

მოსწავლეები აქტიურობდნენ და ხალისით ასრულებდნენ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დავალებებს. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მაია გაჯიევა და ქართული ენის მასწავლებელი ჩიჩაკ რამაზანოვა.

„გამოიკვეთა,რომ ქართულში გვაქვს 7 ბრუნვა, აზერბაიჯანულში-6. წოდებითი ბრუნვა აზერბაიჯანულ ენას სახელობით ბრუნვაში არა აქვს ბრუნვის ნიშანი. არა აქვს კუმშვად-კვეცადი სიტყვები, აზერბაიჯანულ ზმნას არ აქვს დროები, ასევე არ აქვს მანიანი ზმნები.

გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო და ძალიან გამოადგებათ აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის ამაღლება-განმტკიცებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება