სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ და სომხურენოვან სკოლებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ მიმართული ღონისძიება ალათუმანის საჯარო სკოლაში
02-12-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლამ, 15 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიმართული იყო ქართულ და სომხურენოვან სკოლებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. ქართულ-სომხური სკოლების მეგობრობის ინიციატივას „ქართულის, როგორც მეორე ენის“ მასწავლებელმა - სოფიო ბერიძემ ჩაუყარა საფუძველი.  მისი აქტიურობისა და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ორ სკოლას შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება.

ღონისძიების მიზანი იყო თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს საყუნეთის სკოლის დირექტორმა სიმონი გელასვილმა და ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორმა პეტროს ტონოიანმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კულტურული საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების დაგეგმვას, მოსწავლეთა შორის მეგობრობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობას.  

დღის განმავლობაში ჩატარდა მეგობრული სპორტული შეჯიბრები შაში და ფეხბურთში სპორტულ აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები - მაკბეტ ტონოიანი და ეღიზა ინასარიძე, რომლებმაც მოსწავლეებს დაუღალავად გაუწიეს ორგანიზება, მხარდაჭერა და სამაგალითო სპორტული ეთიკის დამკვიდრებას შეუწყეს ხელი.  

ფეხბურთში ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა საყუნეთის საჯარო სკოლამ. შაშის ტურზე გამოვლინდნენ პირველ, მერე და მე-3 ადგილზე გასული ქართველი და სომეხი მოსწავლეები. 

ღონისძიების დასასრულს მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აქტიური მხარდაჭერისთვის სიგელები გადაეცათ, რაც კიდევ ერთხელ ასახავს თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სკოლებს შორის მეგობრობის მაღალ ღირებულებებს.

ორივე სკოლა ერთხმად აღიარებს, რომ მსგავსი, ინიციატივები უზრუნველყოფს მოსწავლეების კულტურული, სპორტული და სოციალურ განვითარებას და ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემით გაჯერებული საერთო სივრცის ჩამოყალიბებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება