| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის გაკვეთილებზე ხშირად მიმართავენ წიგნების პრეზენტაციებს, როგორც სასწავლო მეთოდს.
აქტივობა არა მხოლოდ ამდიდრებს მოსწავლეთა ლექსიკურ მარაგს, არამედ მოზარდების ზოგად განათლებასა და პიროვნულ განვითარებასაც ემსახურება.
ახლახან, ანა-მარია პერტაიამ და მარიამ რუხაიამ ინგლისურენოვანი ნაწარმოებების პრეზენტაცია გააკეთეს. მათ ისწავლეს ინგლისური თხზულებები და თანატოლებს მოუყვნენ.
მარიამ რუხაიამ წარმოადგინა ნაწარმოები The Enormous Turnip (Retold by Ruth Hobart), ხოლო ანა-მარია პერტაიამ The Musicians of Bremen (Retold by Paola Traverso).
საინტერესოა, რომ აღნიშნულმა მოსწავლეებმა ვრცელი ნაწარმოებების სრულფასოვნად გადმოცემა შეძლეს ინგლისურ ენაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექტორი დავით ნაჭყებია, ინგლისური ენის მასწავლებელი იზოლდა დანელია, ბიბლიოთეკარი ია კალანდია და მოსწავლეები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა