სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინოვაციური მიდგომებით, ინტეგრირებული აქტივობებითა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამორჩეული გაკვეთილები სკოლა „ანაბასისში“
02-12-2025
-
+


სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები მხოლოდ საგნობრივი სწავლებით არ შემოიფარგლებიან, ისინი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ და მრავალმხრივ განათლებულ და პასუხისმგებლიან თაობას ზრდიან. 

„სასკოლო საგნობრივი სწავლების თანამედროვე მიდგომები ხაზგასმით მიუთითებს, რომ მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs) მხოლოდ გარემოსდაცვითი თემებით არ შემოიფარგლება. ისინი მოიცავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობის დაცვას, სოციალური უთანასწორობის შემცირებას, ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებასა და პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, თითოეული საგნის მასწავლებლის ამ პროცესში ჩართულობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ „ანაბასისში“  აღნიშნული პრინციპი წარმატებით ხორციელდება არამარტო სამოქალაქო განათლების, არამედ სხვადასხვა საგნის სწავლებისას. ერთ-ერთია ინგლისური ენის პედაგოგის, ნანა ფერაძის საქმიანობა.

ნანა ფერაძის ჩატარებული გაკვეთილები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საგნის სწავლებას გაერთიანებული ჰქონდეს გლობალური მოქალაქეობის, სოციალური პასუხისმგებლობის და მდგრადი განვითარების მიზნების ცნობიერების ამაღლების პროცესი.

სწავლების პროცესში იგი აქცენტს აკეთებს შემდეგზე:
• მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ურთიერთპატივისცემის გაღრმავება;
• სოციალური ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება;
• გლობალური გამოწვევების გააზრება და მათი გადაჭრის გზებზე ფიქრის ხელშეწყობა;
• ინგლისური ენის გამოყენება როგორც საერთაშორისო კომუნიკაციისა და გლობალური ცნობიერების განვითარების ინსტრუმენტი.

ნანა ფერაძის გაკვეთილები გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, ინტეგრირებული აქტივობებითა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით. მისი საქმიანობა წარმოადგენს თანამედროვე განათლების წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას.

სკოლა „ანაბასისი“ მადლობას უხდის ქალბატონ ნანა ფერაძეს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და მუდმივი განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება