სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ჩხორიის საჯარო სკოლაში
02-12-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

28 ნოემბერს, ჩხორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის (პრეზიდენტი ანასტასია მიქავა) ინიციატივითა და მშობელთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა ღონისძიება - „შემოდგომა ფოთოლცვენის სიზმარია“.

წელიწადის ყოველ დროს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩევა ბარაქიანი შემოდგომა, რომელიც განსაკუთრებულად წარმოადგინეს ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ მიერ წარმოდგენილი თითოეული ნომერი იყო შრომის, სიყვარულისა და ფანტაზიის ნაზავი. მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.

ჩატარდა ფოტოკონკურსი, იყო სიმღერები, ცეკვები, ნომინაციები. ადგილზე დამზადდა სამეგრელოს სავიზიტო კერძები.

ზეიმის მოწყობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მოსწავლეებმა, მშობლებმა, სკოლის დირექციამ, კლასის ხელმძღვანელებმა. 

„დიდი მადლობა თითოეულ მათგანს​! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება