სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გარემოსდაცვითი დღესასწაული რუსთავის №23 საჯარო სკოლაში
02-12-2025
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

სულ ახლახან, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის ეზო ნამდვილ დღესასწაულად იქცა. მე-2დ კლასის მოსწავლეები, მშობლები და მათი დამრიგებელი თამარ ბერძენიშვილი შეიკრიბნენ, რათა ერთად დაესუფთავებინათ გარემო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დილიდანვე სკოლა სითბოთი და ენერგიით გაივსო. მოსწავლეები დაუღალავად მუშაობდნენ, აგროვებდნენ ნარჩენებს, ასუფთავებდნენ ბილიკებს და სიყვარულით ეკიდებოდნენ თითოეულ დავალებას. მშობლები კი მათ გვერდით იდგნენ — აქტიურად, მონდომებით და გულით, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ძლიერი საზოგადოება სწორედ ოჯახის მონაწილეობით იქმნება.

„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თამარ მასწავლებელს, რომელმაც არა მხოლოდ ორგანიზება გაუწია პროცესს, არამედ საკუთარი მაგალითით აჩვენა, რას ნიშნავს გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა და გარემოზე ზრუნვა.

დღის ბოლოს დარგეს მწვანე ნარგავები. თითოეულმა ბავშვმა, მშობელმა და მასწავლებელმა მიწაში იმედის, მზრუნველობისა და მომავლის პატარა ნასახი ჩარგო. ახლა ეს ნერგები გახდება ერთიანობის, მეგობრობისა და გარემოზე ზრუნვის სიმბოლო.

ასეთი დღეები აერთიანებს, აძლიერებს და გვახსენებს, რომ როდესაც ერთად ვმოქმედებთ, ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება