| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლა მე-2 წელია, კონსულტანტ-მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, ჩართულია eTwinning-ის ევროპული სკოლების ურთიერთთანამშრომლობის ქსელში.
eTwinning-ის ფარგლებში სკოლა ახორციელებს არაერთ საინტერესო ინიციატივას და მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში.
ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელის ვენერა მღებრიშვილის პროექტს მიენიჭა ჯერ ეროვნული ხარისხი, ახლა კი ევროპული ხარისხის ნიშანი.
„ევროპულ დონეზე მიღებული ეს აღიარება ადასტურებს პროექტის მაღალი ხარისხის დაგეგმვას, განხორციელებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე ჩვენი სკოლის პროფესიონალიზმსა და ინოვაციური მიდგომების ეფექტურობას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს, კოლეგებს, ხელმძღვანელობასა და პარტნიორ სკოლებს აქტიური მონაწილეობისთვისა და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და დასძენს, რომ კოლეგებთან და მოსწავლეებთან ერთად აგრძელებს მუშაობას მაღალი სტანდარტების შენარჩუნებისა და ახალი პროფესიული წარმატებებისკენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა