სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილი როლური თამაშით წარიმართა 
01-12-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ასამაღლებად, საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართევენ. 

მოსწავლეთა ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა როლური თამაში, რომელიც ახლახან მე-3 კლასელთა ინგლისური ენის გაკვეთილზე განხორციელდა. 

გაკვეთილის თემა იყო Rabbit’s Birthday და მას მასწავლებელი  ვაზგენ კადჟოიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები - ელენე ხარაბაძე, რატი მარკოიძე, მართა პაპაშვილი სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ, როლებიც ოსტატურად მოირგეს, ტექსტის შინაარსიც უკეთ გაიაზრეს და სიტყვათა მარაგიც გაიმდიდრეს, ეს ყველაფერი კი თამაშ-თამაშით, დიდი სიხარულით გააკეთეს. 

„ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხი სასწავლო პროცესში არის მოსწავლეების ჩართულობა გაკვეთილში. გაკვეთილი ვერ წარიმართება საინტერესოდ თუკი მასში ყველა მოსწავლე არაა ჩართული და აქტიურად არ მონაწილეობს. ყველა პედაგოგს თავისი მეთოდი აქვს ამ პრობლემის დასაძლევად. მათ შორის პოპულარულია „როლური თამაში“, რომელსაც ბევრი დადებითი აქვს - ბავშვები ივითარებენ სხვადსხვა უნარს, აქტიურობენ გონებრივადაც და ფიზიკურადაც, ღრმად იაზრებენ ტექსტს, პერსონაჟთა განწყობას, ხასიათს, ცდილობენ რაც შეიძლება ბუნებრივად გამოხატონ იგი, შედიან როლში და თავისუფლად გამოხატავენ ემოციებს. მასალის ათვისება უფრო მარტივია და სწავლა სახალისო, მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ერთიანდებიან საერთო ინტერესის გარშემო, ეხმარებიან ერთმანეთს სხვადასხვა საკითხის უკეთ გაგებაში, რაც მათ დამოკიდებულებას უფრო მეგობრულს ხდის. ყველა მოსწავლეს თანაბრად უხარია ამ აქტივობაში ჩართვა, რაც არ არის გასაკვირი, თამაში ხომ ბავშვის ყოველდღიური საქმიანობის ბუნებრივი, უსაყვარლესი ნაწილია, რომლის დროსაც იგი იზრდება, ვითარდება, ყალიბდება. როლური თამაში ერთ-ერთი ისეთი აქტივობაა, რომელიც ბავშვის შემოქმედებით განვითარებას უწყობს ხელს, რაც შემდგომ ეხმარება მოზარდს ჩამოყალიბდეს ჭკვიან, შემდგარ, კომუნიკაბელურ ადამიანად“,- აღნიშნავს პედაგოგი და სასწავლო მეთოდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

სკოლაში მადლობას უხდიან ვაზგენ მასწავლებელს მოსწავლეებთან ჩატარებული საინტერესო აქტივობისათვის, გაწეული შრომისათვის, ლამაზი ვიდეოსათვის.

​იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება