სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალი თაობის - მომავალი პირველკლასელების პირველი ნაბიჯები ვაჟა ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში
01-12-2025
-
+


რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ახალ თაობას - მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს. 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის მფლობელმა და ქალაქის გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარემ, 38-წლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მასწავლებელმა ნანა გოგიტაურმა მომავალ პირველკლასელებთან სამდღიანი სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრები მოაწყო.

სკოლაში მიიწვია 36-ე ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფების - ბავშვები, მათი ერთგული და მთავარი ადამიანები - მშობლები, ბაღის ინტელექტუალი დირექტორი მარიკა ტალახაძე და ღვაწლმოსილი, პროფესიონალი ფსიქოლოგი თინა უგრეხელიძე, მაღალპროფესიონალი მასწავლებლები: ნაო გელაშვილი, ეკა გოგალაძე, მარი ჭამიაშვილი. ბავშვები დაესწრნენ გაკვეთილებს, ჩაერთნენ აქტივობებში და ახლოს გაიცნეს ის გარემო, სადაც შემდგომში სწავლას გააგრძელებენ!

„ბავშვების თვალებში ჩანდა ახალი სამყარო და ინტერესით სავსე ლამაზი მოლოდინი - მოეწონათ სკოლა, რაც სკოლისთვისაც უდიდესი წახალისებაა. პედაგოგმა ნანა გოგიტაურმა მიწვეულ სტუმრებს მოკლე, საინტერესო ექსკურსი ჩაუტარა სკოლის აკადემიურ ფოიეში. ფოიეში განთავსებული დიდი გენიოსის ვაჟა ფშაველას ბარელიეფი, დედა ენის ძეგლი, ასევე ქართული კულტურის და ეროვნული თვითმყოფადობის საკრალური - „აი იას“ ვარსკვლავი ამავე მასწავლებლის საგანმანათლებლო პროექტებია, რომელთა გახსნას წინ რესპუბლიკური გაკვეთილები უძღოდა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

მომავალმა პირველკლასელებმა, მშობლებთან, პედაგოგებთან და ბაღის დირექტორთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

პედაგოგი ნანა გოგიტაური ამბობს, რომ პირველკლასელების მიღება მისთვის განსაკუთრებული ემოციაა - ეს არის ახალი გზის, ახალი იმედებისა და ახალი აღმოჩენების დასაწყისი, რომელსაც მშობლებთან და ბავშვებთან დიალოგით დაიწყებს, რათა გაიგოს ბავშვების ხასიათები, ფსიქოტიპები, უნარები, სურვილები, მშობლების მოლოდინები.

მასწავლებელი უღრმეს მადლობას უხდის სრულიად 36-ე ბაგა-ბაღს თანამშრომლობისთვის, პროფესიონალიზმისთვის. წინ კი ინსპირაცია და ნამდვილი ქართული განათლებაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება