| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებსა თუ ღონისძიებებში კი მხარდაჭერილი და წახალისებულია, რაც მოზარდების ინტერესებსა და მიღწევებზე აისახება.
26 ნოემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სპორტული ოლიმპიადა ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა საჯარო სკოლა, მათ შორის - კაცხის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი.
ჩემპიონატში ასპარეზობდა - პერევის, დარკვეთის, კაცხის, ჭიათურის N1 და ჭიათურის N5 საჯარო სკოლების გუნდები.
კაცხის საჯარო სკოლის გუნდმა ოლიმპიადაში ბრწყინვალედ იასპარეზა. ფინალურ ეტაპზე კი ჭიათურის N5 საჯარო სკოლის გუნდს დაუპირისპირდა და სძლია. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - კაცხის საჯარო სკოლა, რომელმაც რეგიონალურ ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ტურნირი ქუთაისში 2026 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
გამარჯვებული გუნდი ღონისძიების ორგანიზატორმა დამსახურებული სიგელით დააჯილდოვა.
კაცხის საჯარო სკოლის დირექტორმა - ნორა ბუცხრიკიძემ და პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელს - ვალერი სარალიძეს ჩემპიონატისთვის მოსწავლეთა ბრწყინვალე მომზადებისა და გაწეული შრომისთვის, ბავშვებს კი შემდგომი წარმატება და რეგიონალური ტურის გამარჯვებით დასრულება უსურვეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა