სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი ჩატარდა
01-12-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, 21 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა – სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის კოორდინაციის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ნოდარ კუტიბაშვილმა და პრევენციული ღონისძიებების სამმართველოს სპეციალისტმა, სამოქალაქო უსაფრთხოების კაპიტანმა მაკა გოგაძემ – ჩაატარეს უმნიშვნელოვანესი ტრენინგი.

ტრენინგის მიზანი იყო სკოლის მასწავლებლებისთვის, ადმინისტრაციისა, საგანგებო შტაბის წევრებისა და მოსწავლეებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების ორგანიზებისა და საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების კიდევ უფრო გააზრება და დახვეწა.

შეხვედრა შედგა ინტერაქტიურ რეჟიმში. შეხვედირის მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაცია, პრევენციული ნაბიჯები, ევაკუაციის გეგმები, პასუხისმგებელი პირების როლები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც სკოლაში უსაფრთხოების სტანდარტების გამყარებას ემსახურება.

ტრენინგის ფარგლებში სკოლას გადაეცა საინფორმაციო მასალა და ბროშურები სახელწოდებით - „მოემზადე საგანგებო სიტუაციებისათვის მაშველ ტინტოსთან ერთად“ (10 ცალი) და „ქცევის წესები საგანგებო სიტუაციების დროს“ (10 ცალი).

„მიღებული ცოდნა და რესურსები დაეხმარება ჩვენს პედაგოგებსა და ადმინისტრაციას, უფრო გამოკვეთილად დაგეგმონ და განახორციელონ სკოლაში უსაფრთხოების ღონისძიებები, ხოლო საგანგებო შტაბის წევრებს ეფექტიანად იმოქმედონ საჭიროების შემთხვევაში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური.

სკოლის დირექციის წევრები და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური გულწრფელ მადლობას უხდიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს - ნოდარ კუტიბაშვილს და მაკა გოგაძეს თანამშრომლობისთვის, პროფესიონალიზმისთვის და სკოლის უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

„ამგვარი ტრენინგები მხოლოდ ცოდნას არ მატებს, ისინი ქმნის მყარ პარტნიორობას სკოლასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის და უზრუნველყოფს, რომ ჩვენი სკოლა იყოს უფრო დაცული, მეტად ორგანიზებული და მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება