| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდ ყურადღებას უთმობს, როგორ მოსწავლეთა აკადემიურ ცოდნას, ისე შემოქმედებით და ემოციურ განვითარებას. ამ მიზნით, ძირითად და შერწყმულ კორპუსებში ხშირად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება.
ამჟამად ორივეგან ჩატარდა ულამაზესი ღონისძიება - „ნახვამდის, ბარაქიანო შემოდგომავ“.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მასწავლებლების - რუსუდან მებონიას, ნატო კაკაჩიას, ნათია ნანეიშვილის, რუსუდან კონჯარიას, ესტერ როგავასა და ნანი მესხიას ხელმძღვანელობითა და მშობლების თანადგომით, შემოდგომის პეიზაჟებით გალამაზებულ გარემოში წარმოადგინეს ლიტერატურული დილა - „ნახვამდის, ოქროსფერო, ბარაქიანო შემოდგომავ“.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით ხოტბა შეასხეს ამ ულამაზესი სეზონის სიუხვესა და მშვენიერებას.
„გულს ახარებდა პატარების დეკლამატორობა, წკრიალა ხმებით შესრულებული სიმღერები“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს მრავალ ბედნიერ შემოდგომას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა