| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური გუნდი მუდმივად ცდილობს მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნას. მათ შორის, ამ მიმართულებით ბევრს შრომობენ ინგლისური ენის პედაგოგები - ეკატერინე ლუკავა და თამარ მაქაცარია.
ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება-განვითარებისთვის მთავარია ინგლისურენოვანი ტექსტების მოსმენა და საუბარი, სწორედ ამ მიზნით მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად აყურებინებენ მოკლე საგანმანათლებლო და ინსპირაციულ ვიდეოებს ინგლისურ ენაზე.
27 ნოემბერს მსგავსი ღონისძიება მიეძღვნა მადლიერების დღეს და წარიმართა ინგლისურენოვანი აქტივობებით - Happy Thanksgiving Traditions, Never give! Be thankful! Be successful step by step!
მოსწავლეებმა ნახეს შესაბამისი ვიდეოები, მოისმინეს პედაგოგების მიერ მიწოდებული ინფორმაციები ამ დღესთან დაკავშირებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ენის ცოდნას ამაღლებს, არამედ ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნული, ემოციური და სოციალური განვითარების პროცესს და აღრმავებს მათ ცოდნას სხვადასხვა საკითხებზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა